U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ასაკობრივმა ნაკრებმა, დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე ლიეტუვის 17-წლამდელთა გუნდს მეორე ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა და მეტოქე ისევ 3-ბურთიანი სხვაობით – 3:0 დაამარცხა.
წინა მატჩის მსგავსად, რომელიც ჩვენი ასაკობრივის გამარჯვებით იდენტური ანგარიშით დასრულდა (3:0), დღევანდელ შეხვედრაშიც დუბლის გატანა ანდრია ბართიშვილმა შეძლო. მესამე გოლი კი გიორგი გორგაძემ მეორე ტაიმის 77-ე წუთზე შორეული დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სანდრო კობახიძის 17-წლამდელები, ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში – ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებენ. 3-გუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.
ევრო 2026 | საკვალიფიკაციო რაუნდი
24 ოქტომბერი – საქართველო V ისლანდია | მესხი 2 | 18:00
27 ოქტომბერი – საბერძნეთი V ისლანდია | დავით პეტრიაშვილი | 15:00
30 ოქტომბერი – საქართველო V საბერძნეთი | მესხი 2 | 18:00
NAKREBI.GE
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
[VIDEO] დებიუტი შედგა – ჯამალ კაიშვილმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა
17-წლამდელების პირველი სპარინგი