U17. საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა

სლოვენიაში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე მარცხი განიცადა და 15 ოქტომბერს, ბოლო ტურში სომხეთს შეხვდება, რომელმაც დღეს სლოვენიასთან 0:1 წააგო და ასევე უქულოდაა.
პოლონეთი – საქართველო 3:0
გოლები: 1:0 შივალა (45+2), 2:0 შივალა (57), 3:0 ჩერნიატოვიჩი (63)
საქართველო: ასანიძე, ხარებაშვილი, შათირიშვილი, კატკოვი (კირვალიძე 69), ხუციშვილი, კუპრავა, ნებულიშვილი (დიაკონიძე 46), ჯაბურია (ჯიქია 59), ქობულიძე (კაკაშვილი 82), , ბართიშვილი (გელაძე 69)