U17. ბართიშვილის ბრწყინვალე გოლი და წაგება სლოვენიასთან [VIDEO]

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ სლოვენიასთან 1:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი შესანიშნავი გოლით ანდრია ბართიშვილმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი სლოვენიელებმა ორი გოლი (ერთი საეჭვო პენალტით) გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს პოლონეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს სომხეთი 8:0 გაანადგურა.
გორნაია რადგონა. “გორნაია რადგონა”
საქართველო – სლოვენია 1:2
გოლები: 1:0 ბართიშვილი (31), 1:1 ვიდენოვიჩი (49, პენ), 1:2 ვიჰერი (51)
საქართველო: ასანიძე, ხარებაშვილი, შათირიშვილი, კუპრავა, ხუციშვილი, ქობულიძე, გვარჯალაძე ( 59), დიაკონიძე (კატკოვი 59), ჯაბურია (კაკაშვილი 79),
ბართიშვილი (ჯიქია 89), ნებულიშვილი (კირვალიძე 79)