საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, დღეს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე თურქი თანატოლების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა.
17-წლამდე ნაკრებიდან, ერთადერთი გოლი მატჩის 61-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, თურქეთის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ მეორე მატჩს 15 დეკემბერს, 15:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართავს.
nakrebi.ge