U16 | საქართველო 1:2 თურქეთი – მეორე ტესტ-მატჩი 27 თებერვალს გაიმართება

სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა თურქეთს უმასპინძლა და მეტოქესთან პირველ ტესტ-მატჩში მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10-ე წუთზე, არი დემირბილეკმა გახსნა, აქედან მალევე, ჩვენი გუნდის კაპიტნის – ლუკა შერვაშიძის ეფექტური პასის შემდეგ, გიორგი გორგაძემ წონასწორობა აღადგინა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში კი ემირ ენე საიარმა 84 წუთზე, შორეული დარტყმით დააფიქსირა.
ალექსანდრე კობახიძის გუნდი, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, თურქეთის წინააღმდეგ შემდეგ ტესტ-მატჩს, 27 თებერვალს, ისევ 17:00 საათზე გამართავს.
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში