U16. საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს – A დივიზიონს უმასპინძლებს. კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები მიმდინარე წლის 8-16 აგვისტოს თბილისში შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონს გამოავლენს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეორე წელია, A დივიზიონშია და კალათბურთის ფედერაციას სურვილი ჰქონდა, ფინალური ეტაპის მონაწილეებისთვის თბილისში ემასპინძლა. ჩვენმა ფედერაციამ ფიბა-ს აღმასრულებელ კომიტეტთან და მთლიანად, ხელმძღავნელობასთან ამ მიმართულებით დიდი სამუშაო გასწია, რის შემდეგაც, ევროპული კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.
ფიბა-მ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს არაერთი უმაღლესი დონისა
და მასშტაბის საერთაშორისო ტურნირისთვის წარმატებულად უმასპინძლია და ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო: საქართველო ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის A დივიზიონს პირველად უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა A დივიზიონის საგზური 2023 წელს მოიპოვა და ელიტაში ადგილი გასული წლის ზაფხულში, საბერძნეთში გამართულ ფინალურ ეტაპზე შეინარჩუნა.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში