U16 | კოსოვო 1:2 საქართველო – პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა, ბულგარეთში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე, მორიგი მატჩი კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა და ტურნირის ბოლო შეხვედრა – 2:1 მოიგო, რითიც ჩვენმა გუნდმა 7 ქულით ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
კოსოვოსთან შეხვედრაში, ანგარიში მეტოქე გუნდის ნახევარმცველმა – კროვ ანდიუმ გახსნა. მეორე ტაიმში კი შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრე ჩიქოვანმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის 73-ე წუთზე კი კოსოვოს მცველმა – პაკოლი არტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.
7 ქულით ბულგარეთში გამართულ უეფას განვითარების თასზე ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე 6 ქულით ბულგარეთი გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილები კი სამხრეთ აფრიკამ და კოსოვომ გაინაწილეს.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემოდგომაზე 17-წლამდე ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც 3-გუნდიან ჯგუფში – ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
NAKREBI.GE