TV Imedi: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ქართული ოცნების დამფუძნებელი პოლიტიკაში დაბრუნდა. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე “დაბრუნება” იქნება.
დღეს, 30 დეკემბერს ქართული ოცნება ყრილობას ატარებს. როგორც ტვ იმედი წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყრილობამ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია. შესაბამისად, მმართველი პარტიის დამფუძნებელი პოლიტიკაში დაბრუნდა.
ყრილობის საჯარო ნაწილი 14:00 საათზე დაიწყება.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრად აირჩია. თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დატოვა, თუმცა ხუთი წლის შემდეგ მან პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა. პოლიტიკიდან კვლავ წასვლის შესახებ მან 2021 წელს განაცხადა. ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად პოლიტიკიდან არ წასულა და ამ დროის განმავლობაში პარტიას კულისებიდან მართავდა და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებდა.