TV პირველი: მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა

TV პირველის ცნობით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი თავდასხმის დროს ჟურნალისტმა მარიამ მაკასარაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო.
მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს. ის კლინიკაში რჩება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.