TV პირველი განცხადებას ავრცელებს – ჰგავს ნიადაგის მომზადებას, ტელევიზიის მაუწყებლობის შესაწყვეტად

“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა  POSTV-მ დღეს, TV პირველის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. თითქოს ტელევიზიის ტერიტორიაზე, საიდუმლო შეხვედრებისთვის „კოალიციას ცვლილებებისთვის“ გადაეცა ოთახი, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგმება.

ტელევიზიის წინააღმდეგ  დეზინფორმაციის გავრცელება და “ქართული ოცნების” პარლამენტის,  თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებები, ჰგავს ნიადაგის მომზადებას, რათა “ქართულმა ოცნებამ განახორციელოს რიგი ქმედებები, მათ შორის ტელევიზიის ტერიტორიაზე შემოსვლა და არხის მაუწყებლობის შეწყვეტა.

TV პირველი არაერთხელ გამხდარა “ქართული ოცნების” სამიზნე, ს პარტიის ქმედებები და წნეხი ტელევიზიაზე მიმართული იყო, რათა არხს შეეწყვიტა მუშაობა.

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, როდესაც არაერთი შემზღუდავი კანონის მიღებით ვერ მოახერხეს არხის მაუწყებლობის შეფერხება, ამ ახალ იერიშს განვიხილავთ ტელევიზიის წინააღმდეგ ქმედებად, რომლის მიზანია, არხის მაუწყებლობის გათიშვა.