TV პირველის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, კომენტარების ფუნქცია დროებით შეზღუდულია

TV პირველის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, კომენტარების ფუნქცია დროებით შეზღუდულია.
მიზეზი სახელისუფლებო ტროლების ინტენსიური შეტევაა. ყალბი პროფილებიდან ხდება სიძულვილის გამღვივებელი, ღირსების შემლახავი და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი კომენტარების განთავსება, შემდეგ კი კონტენტის რეპორტი, როგორც სიძულვილის გამღვივებელი მასალის.
ეს კოორდინირებული ქმედება, აფერხებს ვიდეომასალის გავრცელებას, რის გამოც იძულებული გავხდით დროებით შეგვეზღუდა კომენტარების ფუნქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს