ზვიად არზიანი სოციალურ ქსელში “TV იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მტკიცებითაც, საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორები GENPOWER უკრაინაში შავ ბაზარზე ონლაინ “პირატულად” იყიდება.
ზვიად არზიანი წერს, რომ “TV იმედს” “პირატი” საიტის ლინკი ან სხვა რამე მტკიცებულება არ წარუდგენია.
მისი თქმით, თურქული კომპანია GENPOWER-ის გენერატორებს “უკრაინაში ყიდის თითქმის ყველა მსხვილი უკრაინული მარკეტპლეისი და სხვა პროფილური კომპანიები”.
“იმედი”-ს მორიგი ტყუილი…
“იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოსდა საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორები GENPOWER უკრაინაში შავ ბაზარზე ონლაინ “პირატულად” იყიდება. ამის “დასტურად” გენერატორების ფოტოები დადო: https://www.facebook.com/share/p/16wpgVFrg7/
“პირატი” საიტის ლინკი ან სხვა რამე მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში именно საქართველოს მიერ ნაჩუქარ გენერატორებს ყიდიან – იმედს არ წარუდგენია…
სამაგიეროდ, პოსტის ქვეშ ატყდა უკრაინელების გინება, წყევლა, ზელენსკის მიწაში ჩადება, უკრაინის გარდაუვალი დამარცხების წინასწარმეტყველება და სხვა ქოცყლეობა… ანუ, პოსტმა მიზანს მიაღწია.
სინამდვილეში:
თურქული კომპანია GENPOWER უკრაინაში ოფიციალურად არის წარმოდგენილი და ყიდის გენერატორებს: www.genpower.com.uaამის გარდა GENPOWER-ის გენერატორებს უკრაინაში ყიდის თითქმის ყველა მსხვილი უკრაინული მარკეტპლეისი და სხვა პროფილური კომპანიები.
მაგალითად: https://prom.ua/Dizelnyj-generator-genpower.html” – წერს ზვიად არზიანი.




