Turkish Airlines-ი პირველი ავიაკომპანიაა, რომელსაც შინაური ცხოველების პასპორტი შემოაქვს

Turkish Airlines-ი, პირველი ავიაკომპანიაა, რომელსაც შინაური ცხოველებით მოგზაურთათვის სპეციალური პასპორტი „PAWSPORT“ შემოაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ttnworldwide ავრცელებს.
ინიციატივა მიზნად ისახავს განსაკუთრებული კომფორტის უზრუნველყოფას მგზავრებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ შინაურ ცხოველებთან ერთად.
Turkish Airlines-ის „PAWSPORT“ შეზღუდული ტირაჟით გამოვა. იმისათვის, რომ გახდეთ ერთ-ერთი პირველი, ვინც მას მიიღებს, მოგზაურებმა ავიაკომპანიას უნდა გაუგზავნონ პირადი შეტყობინება თემაზე – „ცხოველის პასპორტი“.