Turkish-მა და Pegasus-მა მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან თურქეთში ათობით რეისი გააუქმა

Turkish Airlines-მა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ანტალიის, ბოდრუმის, დალამანისა და სტამბოლის მიმართულებით 20 რეისი გააუქმა.
ს ტუროპერატორების ასოციაციის (ATOR) ცნობით, Pegasus Airlines-ის მიერ ანტალიის, სტამბოლის და ბოდრუმის მიმართულებით განხორციელებული ოთხი რეისიც გაუქმდა.
გარდა ამისა, სანქტ-პეტერბურგიდან ანტალიასა და სტამბოლში კიდევ შვიდი რეისი გაუქმდა.
„ამჟამად Turkish Airlines-ს სტამბოლის მიმართულებით მხოლოდ ერთი აქტიური რეისი აქვს, Pegasus Airlines-ს კი ერთი ანტალიის მიმართულებით და ერთი სტამბოლის მიმართულებით, თუმცა, სავარაუდოდ, ისინიც გაუქმდება. 9 მაისის მონაცემებით, ვნუკოვოს აეროპორტში Turkish Airlines-ის რვა ღამის რეისი სტამბოლსა და ანტალიაში გაუქმებულად არის მიჩნეული (ასევე არის აქტიური რეისები სტამბოლის მიმართულებით), ხოლო Pegasus Airlines-ის არცერთი რეისი ამ ეტაპზე არ გაუქმებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია – ირაკლი კობახიძე

კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის – ირაკლი კობახიძე