აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონგლომერატი The Trump Organization და დუბაიში ბაზირებული დეველოპერული კომპანია Dar Global-ი მალდივებზე ახალ, ფუფუნების კურორტს ააშენებენ.
ეს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პირველი ბრენდირებული უძრავი ქონება იქნება სამხრეთ აზიის ამ ქვეყანაში.
მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება და განსაკუთრებულად პრივატული კურორტი გახდება მაღალი შემოსავლის ადამიანებისთვის.
პროექტით, ტერიტორიაზე 80-მდე “ულტრა-ლაქშერი” კერძო სანაპირო და ვილა განთავსდება.
დეველოპმენტი ტოკენიზებული იქნება.
ტოკენიზაცია – ბლოკჩეინზე მიმდინარე პროცესია, რომლის ფარგლებშიც რეალური სამყაროს აქტივების, მაგალითად უძრავი ქონების, ხელოვნების ნიმუშების ან ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ ტოკენებად კონვერტაცია ხდება. ეს დიდი ხანია Dar Global-ის ციფრული აქტივების განვითარების კარგად აპრობირებული პრაქტიკაა.
ქონების ტოკენიზაცია თანამფლობელობის საშუალებას იძლევა, როცა თითოეული აქტივი აქციებში გადანაწილებულია ინვესტორის ბიუჯეტისა და ფინანსური სტრატეგიის გათვალისწინებით. ეს ინვესტორებს საშუალებას აძლევთ, შეიძინონ ქონების გარკვეული ნაწილი და არა – სრული. ტოკენიზაცია ფიზიკურ აქტივებს ციფრულ წილებად გარდაქმნის, რომლებიც ბლოკჩეინზე აღირიცხება.
დეველოპმენტი, რომლის ღირებულებაც $300 მილიონი იქნება, ტოკენებს მშენებლობის ფაზაშივე გამოუშვებს და არა დასრულების შემდეგ, რაც “ინვესტორებს საშუალებას მისცემთ, თავიდანვე მიიღონ მონაწილეობა უძრავი ქონების სწრაფად მზარდ, პრემიუმ კლასის პროექტში“.
ორივე კომპანია ადრეც თანამშრომლობდა სპარსეთის ყურის რეგიონში არაერთ პროექტზე, მათ შორის დუბაიში, საუდის არაბეთში, ომანსა და კატარში განხორციელებულ პროექტებში. ისინი ერთობლივად ავითარებენ Trump Towers-ს ჯიდასა და დუბაიში, ასევე კურორტებს, ფუფუნების სახლებს და გოლფის მოედნებს კატარსა და ომანში.
ეს პროექტი ასევე ხორციელდება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი კრიპტო სამყაროში უფრო ღრმად გაფართოების პარალელურად. ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანებები ინდუსტრიის მხარდასაჭერად, ხოლო აშშ-მ ცოტა ხნის წინ მიიღო ახალი რეგულაციები სტაბილური კრიპტოვალუტებისთვის.
ტოკენიზაციის შემოღებით, მალდივის პროექტი კარგად აჩვენებს, როგორ პოზიციონირებს ტრამპის ბრენდი ფუფუნების უძრავი ქონებისა და ციფრული ფინანსების კვეთაზე.



