Tripadvisor-ის რეიტინგში დუბაი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

Tripadvisor’ Choice Best Destinations Awards-ში დუბაი ნომერ პირველ გლობალური დანიშნულების ადგილად დასახელდა. ეს პირველი პრეცედენტია, როცა ერთმა ქალაქმა 3 წლის განმავლობაში ზედიზედ შეძლო აღნიშნული ტიტულის მოპოვება.
Tripadvisor-ის რეიტინგში გამარჯვება მილიონობით მოგზაურის რეიტინგებსა და მიმოხილვებს ეყრდნობა, სადაც 12 თვის განმავლობაში, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში სასტუმროების, რესტორნებისა და გასართობი ობიექტების ხარისხთან დაკავშირებით მოგზაურების გამოცდილებაა შეფასებული.
დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, ქალაქმა 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე 15,37 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 20%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
Tripadvisor’ Choice Best Destinations Awards-ის მიხედვით, ლონდონი ევროპის ნომერ პირველ ქალაქად რჩება, და მესამე ადგილზეა გლობალურ რეიტინგში, მეორეზეა ბალი (ინდონეზია). გლობალური ხუთეულის დანარჩენი ქალაქებია: ჰანოი (ვიეტნამი) და რომი (იტალია). ყველაზე მაღალი რანგის ამერიკული მიმართულებაა ნიუ-იორკი, რომელიც 23-დან 25-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ათეულში მოხვდნენ შემდეგი პოპულარული მიმართულებები: პარიზი (მეექვსე), კანკუნი (მეშვიდე), მარაქეში (მერვე), კრეტა (მეცხრე) და ჰოი ანი (მე-10).