Tribu აპარტოტელი ფართოვდება

ბაკურიანში მდებარე აპარტოტელი Tribu-ს აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ჭიღლაძე ზაფხულის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ აპაარტოტელი 75%-იანი დატვირთვით მუშაობს.
მისი განცხადებით, 72 ნომრიანი აპარტოტელი საოჯახოა. დამსვენებლების 99%-ი კი ადგილობრივები არიან.
“ზამთრის სეზონზე აქტიურად ვმასპინძლობთ ხოლმე უცხოელებსაც, მათ შორის, არაბეთის ქვეყნიდან მოსახლეობას, თუმცა, ზაფხულში ბაკურინით ძირითადად, ქართველები ინტერესდებიან. ჩვენ რადგან აპარტოტელი ვართ, საუზმის შეთავაზების ფუფუნება არ გვაქვს, არაბებს კი უფრო მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსება იზიდავთ”- აცხადებს ჭიღლაძე.
Tribu-ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მიმდინარ წლის ბოლოს კომპანია გაფართოებას გეგმავს. მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი ობიექტის მშენებლობა, რომლის ნაწილი სასტუმროს ტიპი იქნება, ნაწილი კი აპარტოტელის. კომპლექსი Tribu Resort-ი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ