Traveler National Geographic Traveler-ის გერმანული ვერსია, საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს

National Geographic Traveler-ის გერმანული ვერსია, საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტმა ვერნერ ზიფერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ჟურნალისტის მიერ სტატიაში საქართველოში საოჯახო მარნები, ღვინის მომზადების წესები და გერმანული დასახლებებია აღწერილი.
„ღვინის წარმოება საქართველოში 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, ქართველებისთვის ყურძნის წვენის დამუშავება წმინდა საქმეა. ქვემო ქართლში აღმოაჩენთ შვავების ძველ დასახლებას, აქ ქუჩებში გერმანულ აბრებსაც შეხვდებით. შვავები საქართველოში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ, დაიწყეს მიწის დამუშავება და მევენახეობა. ღვინის მუზეუმში სურათებს აღმოაჩენთ, სადაც გერმანელთა სახლები და სახელებია. ინდუსტრიულმა შვავებმა საქართველოში გერმანელთა დასახლების შესახებ გაზეთიც გამოუშვეს. 1932 წლამდე, სანამ სტალინი რეპრესიებს ჩაატარებდა საქართველოს გერმანული დასახლება აყვავებული იყო“, – წერს ვერნერ ზიფერი.
„ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ღვინის შესწავლას, რომელიც კავკასიიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ქართველებისთვის ღვინო ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია, ღვინო დაკავშირებულია სტუმარმასპინძლობასთან, ცერემონიებთან, ტრადიციებთან და ქართულ სულთან“, – წერს National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი.
სტატიაში ღვინოსთან ერთად, ასევე ქართული კერძები და კვების ობიექტებია აღწერილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაბიძე – უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა – შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება – ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო