Transfermarkt- ზე საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე კლუბების ჯამური ფასი 37.18 მილიონი ევროა

ცნობილმა სტატისტიკურმა კომპანია Transafermarkt-მა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.
ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებიდან ყველაზე ძვირადღირებულნი ,,ტორპედოს“ ბრაზილიელი 24 წლის განაპირა მცველი ვარლეია, რომლის ღირებულებაც 600 ათასი ევროა. მასთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის სტატუსს იყოფს ,,დინამოს“ მცველი- საბა ხვადაგიანი.
შემდეგია ქუთაისის „ტორპედოს“ ფრანგი ფეხბურთელი, მამადუ სახო- 500 ათასი ევრო.
თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია- 500 ათასი ევრო.
დაბოლოს, ს ,,დინამოს“ პორტუგალიელი მეკარე, რიკარდო სილვა- 500 ათასი ევრო.
ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ქუთაისის ,,ტორპედოა“, რომლის სრული საბაზრო ფასიც 5.30 მილიონია. სულ კი ქართული კლუბები 37.18 მილიონ ევროდ შეფასდა.
ამ ეტაპზე ეროვნულ ლიგაში 10 კლუბი ასპარეზობს, მათი საბაზრო ფასები კი შემდეგნაირია:
· ტორპედო- 5.30 მილიონი €
· დინამო თბილისი- 5.05 მილიონი €
· იბერია 1999- 4.83 მილიონი €
· გორის დილა- 5.61 მილიონი €
· ბათუმის დინამო- 3.94 მილიონი €
· სამგურალი- 3.10 მილიონი €
· თელავი- 3 მილიონი €
· კოლხეთი- 2.98 მილიონი €
· გაგრა- 2.35 მილიონი €
· სამტრედია- 2.04 მილიონი €