Transavia იერსახეს იცვლის

Air France-KLM ჯგუფმა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Transavia-ს ეტაპობრივი რებრენდინგი დაიწყო.
ცვლილებები მოიცავს უფრო რბილ ტონალობაში შენარჩუნებულ მწვანე ფერს, განახლებულ, უფრო თანამედროვე ლოგოს, ახალ ლივრეას (თვითმფრინავების გარე დიზაინს).
საიტისა და აეროპორტის ინფრასტრუქტურის განახლებას. ამის პირველი ნიშნები უკვე ჩანს – ახალი Airbus A320neo უკვე იღებს ახალ იერსახეს ჰამბურგში, წარმოების ეტაპზე. თვითმფრინავი მიმდინარე წელს შევა Transavia France-ის ფლოტში.
Air France-KLM ჯგუფის თქმით, ცვლილებები მიმართულია ბრენდის ცნობადობის გაუმჯობესებაზე, მომხმარებლის გაფართოებული და უკეთესი გამოცდილების შექმნაზე, კომპანიის დინამიური განვითარების შენარჩუნებაზე.
2024 წელს Transavia-მ 23 მილიონი მგზავრი გადაიყვანა — ეს 8.1%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით. კომპანიის ფლოტში სულ 131 თვითმფრინავია. ავიაკომპანიის გეგმაა სრულად გადავიდეს A320neo-ს ოჯახზე მომდევნო წლებში.

დღეისათვის, Transavia ახორციელებს ფრენებს დაახლოებით 400 მიმართულებით.
წყარო: ავიანიუსი