Trafigura-ს ანალიტიკოსმა დაუშვა Brent-ის გაიაფება ბარელზე 70 დოლარზე დაბლა

Brent-ის ფასი შეიძლება შედარებით მალე დაეშვას ბარელზე 70 დოლარზე დაბლა – ამბობს ბენ ლუკოკი, ტრეიდერ Trafigura-ს ნავთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამის შესახებ მან აზია-წყნარი ოკეანის ნავთობის კონფერენციაზე (APPEC) განაცხადა – იტყობინება Bloomberg–ი.
თუმცა, მან გააფრთხილა ბაზარი, რომ არ იყოს ზედმეტად პესიმისტური. „ეს საშიშია, რადგან ბევრი მოულოდნელი რამ შეიძლება მოხდეს“, – თქვა ლუკოკმა, „მე არ დავდებ ყველაფერს ფასების შემცირებაზე“.
ნავთობის ფასებმა ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო ვარდნა გლობალური მოთხოვნისა და OPEC+ ქვეყნების მიერ მიწოდების გაზრდის გამო და ახლა უარყოფით დინამიკას აჩვენებს წლის დასაწყისიდან.
უარყოფით პროგნოზს იზიარებს Gunvor-ის ტრეიდერის ხელმძღვანელი ტორბიორნ ტორნკვისტიც.
„მსოფლიო ახლა გაცილებით მეტ ნავთობს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს და ეს ბალანსი, სავარაუდოდ, მხოლოდ გაუარესდება უახლოეს წლებში“, – აღნიშნა მან იმავე კონფერენციაზე.
ჯეფ კარიმ Energy Pathways-დან ოდნავ უფრო ოპტიმისტური შეხედულება გამოთქვა. მან აღიარა პრობლემები ჩინეთის ეკონომიკაში, მაგრამ მიუთითა, რომ ფედერალური სარეზერვო განაკვეთის მოსალოდნელი შემცირება ხელს შეუწყობს ინვესტორების განწყობას.

„მომავალში ნავთობზე და სხვა ენერგორესურსებზე მოთხოვნის ზრდა მოხდება ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა ინდოეთი, აფრიკა და ლათინური ამერიკის ნაწილი“, – თქვა ჯეფ კარიმ.
interfax