„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს – Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ქარხნული გარანტიის ამოწურვის შემდეგ. ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება „ტოიოტას“ ოფიციალური დილერებისგან შესყიდულ ავტომობილებზე, რომლებსაც გეგმური ტექნიკური მომსახურება ასევე ოფიციალურ სადილეროებში აქვთ ჩატარებული. Toyota 10 არ ეხება ამერიკულ ან სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილ ავტომობილებს.