Toyota 1 მილიონზე მეტ ავტომობილს გაიწვევს

იაპონური ავტომწარმოებელი Toyota ჩაატარებს საერთაშორისო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც 2020-2022 წლიან დაახლოებით 1,2 მილიონ Toyota-სა და Lexus-ის ავტომობილს გაგზავნის შესაკეთებლად. მიზეზი წინა აირბალიშის ელექტრონული განყოფილების გაუმართაობაა.
აირბალიშის პრობლემები ძირითადად აღმოჩენილია Toyota Avalon-ში, Camry-ში, Corolla-ში, RAV4-ში, Highlander-სა და Sienna-ს ჰიბრიდულ ვერსიებში, ასევე ზოგიერთ Lexus ES250-ში, ES300H-სა და RX350-ში.
გაწვევის კამპანიის ფარგლებში, Toyota აპირებს გამოასწოროს ხარვეზი. ავარიის დროს სისტემამ შეიძლება შეცდომით გადაწყვიტოს, რომ წინა სავარძელზე ბავშვია და მგზავრის უსაფრთხოების ბალიში არ გააქტიურდეს. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, Toyota სთხოვს პრობლემური მანქანების მფლობელებს, არ გამოიყენონ წინა მგზავრის სავარძელი, სანამ პრობლემა არ მოგვარდება.