Toyota-ს ავტომობილების გაყიდვები აპრილში 4,5%-ით შემცირდა

Toyota-ს ავტომობილების გაყიდვები აპრილში შემცირდა, ჩინეთსა და იაპონიაში მოთხოვნის შემცირების გამო.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, აპრილში გლობალური გაყიდვები 4,5%-ით შემცირდა და 835 788 ავტომობილი შეადგინა. წარმოება, Daihatsu Motor Co-ს შვილობილი კომპანიების ჩათვლით. ხოლო შპს „ჰინო მოტორსის“ გაყიდვები 8,8%-ით შემცირდა 816 601-მდე.
ჩინეთში გაყიდვები 27%-ით დაეცა, იაპონიაში 14%-ით. ამავდროულად, ევროპაში გაყიდული მანქანების რაოდენობა გაიზარდა 20%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში – 16%-ით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 ფინანსური წლისთვის, რომელიც 31 მარტს დასრულდა, კომპანიამ 10 მილიონ 309 457 ავტომობილი გაყიდა, რაც 7,3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ავტომწარმოებლის წლიურმა გაყიდვებმა 10 მილიონ ავტომობილს პირველად გადააჭარბა.