Toyota-მ და Lexus-მა გასულ წელს საქართველოში რეკორდული, $253 მილიონის ახალი ავტომობილები გაყიდეს

კავკასიაში Toyota-ს და Lexus-ის წარმომადგენელმა “ტოიოტა კავკასიამ”, რომელიც იაპონური Toyota Corporation-ის შვილობილია 2023 წელი რეკორდული გაყიდვებით დაასრულა – ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მთლიანმა გაყიდვებმა 645.1 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წელთან შედარებით 66%-ით, ანუ 256.7 მილიონი დოლარით მეტი იყო.
“ტოიოტა კავკასია” Toyota-ს და Lexus-ის ბრენდების ავტომობილების მიმწოდებელია კავკასიაში, ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს გაყიდვების ნახევარზე მეტი აზერბაიჯანზე მოდიოდა, რამაც 331.7 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზე 253 მილიონი დოლარით საქართველო, მესამეზე კი სომხეთია 60 მილიონი დოლარის გაყიდვებით.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის გაყიდვების ზრდა ძირითადად მაღალი გამავლობის მოდელების Land Cruiser-ებისა და Lexus LX-ების გაყიდვების მატებასთან იყო დაკავშირებული. კომპანიის ტოპ-10 შემოსავლიანი მოდელი 2023 წელს ასე ნაწილდება.
Toyota-ს და Lexus-ის $645-მილიონიანი გაყიდვები მოდელების მიხედვით
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს “ტოიოტა კავკასიის” წმინდა მოგებამ 93 მილიონ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც 2022 წელს მოგება 38 მილიონი დოლარი იყო.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ