Toyota აირბაგებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების გამო აშშ-დან 1 მლნ ავტომობილს უკან იწვევს

Toyota აირბაგებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების გამო -დან Toyota-სა და Lexus-ის დაახლოებით 1 მლნ ავტომობილს უკან იწვევს.
გამოწვევა მოიცავს 2020-2022 წლებში წარმოებულ მანქანებს. მათში ავტომწარმოებელი შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში შეცვლის წინა მგზავრის სავარძელზე დაყენებულ მგზავრთა კლასიფიკაციის სისტემის სენსორებს. ამ სენსორების დეფექტები ხელს უშლის აირბაგების სისტემას მგზავრის წონის სწორად შეფასებაში და, შესაბამისად, ავარიის შემთხვევაში, აირბაგმა შეიძლება არ იმუშაოს ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ Toyota-ს კუთვნილმა Daihatsu-ს ბრენდმა შეაჩერა მანქანების მიწოდება მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა გამოძიებამ გამოავლინა ფართო დარღვევები კომპანიის მიერ ჩატარებული ავარიის ტესტებში. ეს დარღვევები ეხება იაპონიაში, მალაიზიაში, ტაილანდში, მექსიკასა და ურუგვაიში გაყიდულ 64 მანქანის მოდელს.
Daihatsu-მ განაცხადა, რომ ის განაახლებს მანქანების მიწოდებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დამოწმებული იქნება შესაბამისი პროცედურების გამოყენებით.

ასევე დაგაინტერესებთ