Touch Summit 25 — მთავარი ტექ კონფერენცია ბრუნდება

ტექნოლოგიური სამიტი TOUCH25 ტრადიციულად ბრუნდება და წელს ახალ ფორმატს გვთავაზობს.
ღონისძიება გაიმართება 5–6 დეკემბერს:
· 5 დეკემბერს — რუსთაველის თეატრში;
· 6 დეკემბერს — “საიდ ღონისძიებების” ფორმატში D Block-სა და სხვა სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე.
ორი დღის განმავლობაში თბილისი კიდევ ერთხელ გადაიქცევა რეგიონის ტექნოლოგიური ინოვაციების, კრეატიულობისა და განათლების ეპიცენტრად.
წლევანდელი თემა: SPARKLE THE CHANGE
“Sparkle the Change” — წლევანდელი Touch Summit-ის მთავარი სათქმელია. გვჯერა, რომ ყველა დიდი ცვლილება პატარა ნაპერწკლით იწყება. სწორედ განათლება, შემეცნება და ინსპირაცია იწვევს იმ ნაპერწკალს, რომელიც ცვლის ადამიანებს, გარემოსა და მომავალს.
Touch Summit 25 აერთიანებს იმ ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ იდეებს შეუძლია რეალობის გარდაქმნა — სტარტაპერებს, ინოვატორებს, დიზაინერებსა და ლიდერებს, რომლებიც ქმნიან ცვლილებებს კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ველოდებით წლევანდელ შეკრებაზე.
სცენა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს
რუსთაველის თეატრის ორი დიდი სცენა უმასპინძლებს 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ გამომსვლელს ტექნოლოგიების, ინოვაციების, დიზაინისა და ბიზნესის სფეროებიდან.
წლევანდელი მთავარი გამომსვლელები არიან:
· Azahara Corrales — Consultant & Digital Transformation Leader;
· Arnaud Collery — CEO, Humanava.com, Leadership & Storytelling Expert;
· Jonas Lempa — Managing Director, Future & Innovation, Taikonauten;
· Anastasia Kim — Creative Lead, Google MENA;
· Jaïr Halevi — Head of Startups & Head of Culture, Miro & Pygma;
· Nicklas Bergman — Founder / Advisor, Intergalactic Industries / EIC Fund;
· Andy Childs — Head of Strategy & Growth, Meta;
· Alex Brunori — VP of Brand and Brand Experience, G42;
· Gevorg Ghalachyan — Data Analyst, NVIDIA;
· Timmy Ghiurau — Co-founder, Midbrain / The Point Labs;
· Mauro Mazzei — Global Head of Creative Technology, LePub;
· Emil Abirascid — Founder, Startupbusiness.it
სპიკერების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
TOUCH25 პროგრამა და საერთაშორისო მასშტაბი
ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია:
· 60-ზე მეტი გამომსვლელი 10-ზე მეტი ქვეყნიდან;
· 1000+ დელეგატი;
· Keynote სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოფები;
· Startup Expo;
· Pitch Competition შერჩეული სტარტაპებისთვის;
· Networking სესიები, side event-ები და დამაგვირგვინებელი after-party.
6 დეკემბერს, სამიტის მეორე დღეს, ღონისძიება გაგრძელდება D Block-სა და სხვა სივრცეებში გამართული გვერდითი ღონისძიებებით — თემატური ვორქშოფებით, სტარტაპებისა და ინვესტორების დახურული ნეთვორქინგებით.
TOUCH25 წელს განსაკუთრებულად აძლიერებს სტარტაპ პროგრამას, რომელიც მოიცავს:
· Startup Pitch Competition-ს;
· B2B Startup Expo-ს;
· სპეციალურ ნეთვორქინგ სესიებს ინვესტორებთან (VC ფონდები, ანგელ ინვესტორები და კორპორაციული პარტნიორები).
20-მდე სტარტაპს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტი წარმოადგინოს ადგილზე, Expo სივრცეში, ხოლო ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი ევროპის, ცენტრალური აზიისა და MENA რეგიონის ქვეყნებიდან.
Touch Summit ს მხარდაჭერით ხორციელდება.
სამიტის პარტნიორები არიან: Dblock, Episode, GIZ, UNWoman.
გაითვალისწინეთ, რომ “Early Bird” ბილეთების კალათა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე.
· გადახედვა ფლორა და ფაუნა მეცნიერებმა ფუტკრებს “მორზეს ანბანის” მარტივი კოდი ასწავლეს მეცნიერებმა ფუტკრებს “მორზეს ანბანის” მარტივი კოდი ასწავლეს
· გადახედვა ნახეთ: ს პირველმა ჰუმანოიდმა რობოტმა დებიუტისას სცენაზე “ცხვირ-პირი წაიმტვრია” ნახეთ: ს პირველმა ჰუმანოიდმა რობოტმა დებიუტისას სცენაზე “ცხვირ-პირი წაიმტვრია”
· გადახედვა კოსმოსი ასტრონომებმა სხვა ვარსკვლავის ამოფრქვევა პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა სხვა ვარსკვლავის ამოფრქვევა პირველად დააფიქსირეს
· გადახედვა ისტორია გიზის ერთ-ერთ პირამიდაში აღმოჩენილი ანომალია შეიძლება უცნობ შესასვლელზე მიანიშნებდეს გიზის ერთ-ერთ პირამიდაში აღმოჩენილი ანომალია შეიძლება უცნობ შესასვლელზე მიანიშნებდეს
· გადახედვა მეცნიერება -ში ატომურ იარაღს გამოცდიან — პირველად 1992 წლის შემდეგ -ში ატომურ იარაღს გამოცდიან — პირველად 1992 წლის შემდეგ