TotalEnergies-ის მზის ელექტროსადგურები ტეხასში Google-ის მონაცემთა დაცვის ცენტრს ელექტროენერგიით მოამარაგებს

TotalEnergies-ის მზის ელექტროსადგურები ტეხასში Google-ის მონაცემთა დაცვის ცენტრს ელექტროენერგიით მოამარაგებს
ფრანგული კომპანია TotalEnergies, ტეხასში Google-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრებს მზის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიას მიაწვდის.
როგორც TotalEnergies-ის პრესრელიზშია ნათქვამი, მან მა ხელი მოაწერა ორ ხელშეკრულებას, რომელიც 15 წლის განმავლობაში 28 ტერავატსაათი ელექტროენერგიის მიწოდებას ითვალისწინებს.
ელექტროენერგიის გამომუშავება ტეხასში, TotalEnergies-ის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მოხდება. მშენებლობის დაწყება 2026 წლის მეორე კვარტალშია დაგეგმილი.
2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის, TotalEnergies-ის განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს აჭარბებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ