2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ჯამში 45 619.9 ათასი დოლარის ღირებულების სუნამოების იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებით კი 38 543.2 ათასი დოლარის. შესაბამისად წლიური ზრდა 18%-ს შეადგენს.
საქართველოში იმპორტირებული სუნამოების დიდი წილი ქვეყანაში საფრანგეთიდან შემოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სუნამოების იმპორტს ახორციელებს:
· საფრანგეთი – 14 214.7 ათასი დოლარი;
· ესპანეთი – 6 399.2 ათასი დოლარი;
· იტალია – 4 592.9 ათასი დოლარი;
· არაბთა გაერთიანებული საამიროები – 3 212.2 ათასი დოლარი;
· ბელგია – 2 658.7 ათასი დოლარი;
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 43 246.3 ათასი დოლარის ღირებულების სუნამოები და ტუალეტის წყალი იყიდა, ხოლო 2023 წელს – 43 246.3 ათასი დოლარის.
businessinsider.ge




