TOP 5 უნივერსიტეტი – ვინ არიან მფლობელები

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი უნივერსიტეტები ცნობილია (2025 წლის პირველი კვარტალი მონაცემები)
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი 5 უნივერსიტეტი გამოიკვეთა:
· შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
· შპს კავკასიის უნივერსიტეტი
· შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
· შპს საქართველოს უნივერსიტეტი
· შპს ევროპის უნივერსიტეტი
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 20/07/1995. კომპანიის 50%-ის მფლობელია შპს პროგრეს 2012, 50%-ის ნურლან სადიგზადე, 12.5%-ის ვახტანგ წივწივაძე, ხოლო დარჩენილი12.5%-ის ვასილ ჩიგოგიძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ვახტანგ წივწივაძე.

შპს კავკასიის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 21/10/2004. კომპანიის აქციების 82%-ის მფლობელია ხატია გოგლიძე, 10,5%-ის თორნიკე შენგელია, 2.5%-ის ბორის ლეჟავა, 2.5%-ის მანანა თურქია, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის რატი სხირტლაძე. დირექტორი – კახა შენგელია.

შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რეგისტრაციის თარიღია: 19/11/2001. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გია კავთელიშვილი. რექტორი – გია კავთელიშვილი.~

შპს საქართველოს უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 26/07/2004. კომპანიის 50%-ის მფლობელია მანანა სანაძე, 37.5%-ის გიული ალასანია, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ნიკოლოზი ალასანია. პრეზიდენტები – მანანა სანაძე და გიული ალასანია.

შპს ევროპის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია 27/12/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ლაშა კანდელაკიშვილი. პრეზიდენტი – ლაშა კანდელაკიშვილი.
businessinsider.ge