2025 წლის იანვარ-ნოემბერში მონაკოდან საქართველოში 769.9 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მონაკოდან იმპორტი 107.0 ათასი დოლარის დონეზე იყო. აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით წლიურ ჭრილში მონაკოდან იმპორტი 620%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო მონაკოდან ყიდულობს:
· მსუბუქი ავტომობილები – 687.0 ათასი დოლარი;
· კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი – 51.5 ათასი დოლარი;
· კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – 13.5 ათასი დოლარი;
· სუნამოები და ტუალეტის წყალი – 9.1 ათასი დოლარი;
· ხელსაწყოები და აპარატურა ფიზიკური ან ქიმიური ანალიზისათვის – 3.5 ათასი დოლარი;
businessinsider.ge




