ემის რიგით 77-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესის ცენტრში გაიმართა. ემი ყოველთვის უზრუნველყოფს სანახაობრივ წითელ ხალიჩას. წლების განმავლობაში ელეგანტური და ინოვაციური სილუეტები აქ უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გამონაკლისი არც წლევანდელი საღამო ყოფილა – ვარსკვლავები წითელი ხალიჩაზე გამორჩეული ლუქით წარდგნენ. დაჯილდოების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
· ჩეის სუი ვანდერსი
The Studio-ს მსახიობმა შავი ფერის, Thom Browne-ის გამოკვეთილ თხელი სილუეტის კაბაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. კორსეტის დეტალები და კაბის უკანა ნაწილი, რომელიც მუხლებამდე ჩამოდიოდა, განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ლუქს. აქსესუარებად კი Tiffany & Co.-ს სამკაულები გამოიყენა.
· ლისა
BlackPink-ის ვარსკვლავი და The White Lotus-ის მსახიობი ლისამ წითელ ხალიჩაზე ზღაპრული ფერების კაბა მოირგო – ვარდისფერი ქსოვილისგან შექმნილმა, მოცულობითმა კაბამ მალევე მიუპყრო გარშემომყოფების ყურადღება. დიზაინერმა ლესია ვერლინგიერი ამაყად შეიძლება მიიჩნიოს ეს კაბა კარიერულ მწვერვალად.
· სელენა გომესი
სელენა გომესი დაჯილდოებაზე Louis Vuitton-ის წიტელი ასიმეტრიული კაბით წარსდგა. ლუქი შეავსო Tiffany & Co.-ს პლატინისა და 18-კარატიანი ოქროს საყურეებით, რომლებიც ბრილიანტებით იყო გაფორმებული.
· გვენდოლინ კრისტი
გვენდოლინ კრისტიმ ბრწყინვალედ მოირგო თეთრი სმოკინგი გაფართოებული მანჟეტებითა და სატინის საყელოთი. მან კლასიკურ სტილს სიმკაცრე შემატა და წითელი ქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო. სტილი შეავსო შეკრულმა თმამ და მკვეთრი წითელი ტუჩსაცხმა.
· ჰანა ეინბინდერი
Hacks-ის ვარსკვლავი ჰანა ეინბინდერი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა თხელი ბრეტელის მქონე Louis Vuitton-ის კაბაში, რომელიც ვერცხლისფერი ბრჭყვიალებითა და შავი ყვავილების მაქმანით იყო დაფარული.
· კეტრინ ლანასა
სერიალ The Pitt-ის მსახიობმა დახვეწილი სტილის კაბა მოირგო, რომელიც Jason Wu-ს მიერ სპეციალურად შეიქმნა. მჭიდროდ მორგებული კაბა ლურჯი სატინის ბაფთით გამოირჩეოდა.
· სკარლეტ იოჰანსონი
სკარლეტ იოჰანსონის ნაზი ყვითელი Prada-ს კაბა მოირგო, რომელიც წითელ ხალიჩაზე გამორჩეულად გამოიყურებოდა. სტილს შეუხამა ვერცხლიფერი ქუსლიანი ფეხსაცმელი და ვერცხლისფერი ჩანთა.
· ჯენა ორტეგა
ჯენა ორტეგამ ინსპირაცია ფილმიდან Death Becomes Her აიღო. მისი ორ ნაწილად გაყოფილი Givenchy-ს ლუქი ბრწყინვალე თვლებით იყო გაფორმებული. გამომწვევი ზედა ნაწილი და ამავე დონეზე გაჭრილი ქვედაბოლო შთამბეჭდავი იყო. Pomellato-ს სამკაულები და Louboutin-ის ქუსლები ლუქს სრულყოფილებას სძენდა.
· ქეით ბლანშეტი
ქეით ბლანშეტმა, ელეგანტურ Giorgio Armani Privé-ის სამოსით გამოჩენით ყველას ყურადღება მიიპყრო. გაჭრილი გვერდები და მკვეთრი თეთრი მანჟეტები სტილს მკაფიო იერს აძლევდა. მარტივი, მაგრამ თამამი ქეითი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რატომ ითვლება წითელი ხალიჩის სტილის ოსტატად.
· რიტა ორა
მიუხედავად სეზონის ცვლილებისა, რიტა ორამ გაზაფხულის განწყობა შეიტანა წითელ ხალიჩაზე. ღია-ყვითელი Miu Miu-ს კაბა მაღალი ჭრილით იყო გაფორმებული.