TOP-10 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო სექტორის პირველი კვარტალის მაჩვენებლების მიხედვით, ამ პერიოდში მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით “ჯიპიაი” ლიდერობს, რომელსაც “ დაზღვევა” და “იმედი L” მოსდევენ.
სადაზღვევო სექტორი გაიზარდა და I კვარტალი ინდუსტრიამ ₾25-მილიონიანი წმინდა მოგებით დახურა, რაც წლიურად გაორმაგებული მაჩვენებელია.
ბაზარზე რეგისტრირებულმა 18 სადაზღვევო კომპანიამ წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ₾398 მილიონის პრემია მოიზიდა, რაც ₾73 მილიონით მეტია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამურმა მოცულობამ კი 1.494 მლრდ ლარს მიაღწია.