2024 წლის III კვარტალში საქართველოში სულ 198 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ხოლო მთლიანად 2024 წლის 9 თვეში FDI 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული.
BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია – რომელ კომპანიებში განხორციელდა ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები. საქსტატის თანახმად, უმსხვილეს ინვესტორთა პირველ ათეულში შესული კომპანიები საქართველოში არაერთი წელია საქმიანობენ. სიაში მხოლოდ ერთი ახალი კომპანიაა – “თბილის დრაი პორტი”, რომელიც თბილისთან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობით არის დაკავებული.
