2024 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი მცირედით გაიზარდა და $263.3 მლნ შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, გასულ წელს ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც საქართველოდან $176.26 მილიონის ღვინო გავიდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წელს რუსეთში ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინო შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს (კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული):
· შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
· სს ბადაგონი;
· შპს ასკანელი ძმები;
· შპს “წინანდლის ძველი მარანი”;
· შპს GVMT Group;
· შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი;
· შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
· შპს კახური ღვინის მარანი;
· შპს კომპანია ბესინი;
· შპს შალვინო.