Top 10 ადამიანი, რომელსაც Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს

Top 10 ადამიანი, რომელსაც Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს
Visual capitalist-ის ინფორმაციით მსოფლიოში სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამომწერთა რაოდენობით – 626 მილიონი მიმდევარი – პირველ ადგილზე პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა.
რეიტინგის მეორე ადგილზე უკვე არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი გვხვდება – Instagram-ზე 501 მილიონი გამომწერით.
შედარებისთვის, მხოლოდ რონალდუს გამომწერთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკისა და კანადის მოსახლეობის ერთობლივი რაოდენობა. საინტერესოა ისიც, რომ პლატფორმაზე მხოლოდ სწორედ მესისა და რონალდუს გამომწერთა რაოდენობა აღემატება 500 მილიონს.
Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერის მყოლი ცნობილი ადამიანების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1)კრიშტიანუ რონალდუ – 626 მილიონი მიმდევარი
2)ლიონელ მესი – 501 მილიონი მიმდევარი
3)სელენა გომესი – 429 მილიონი მიმდევარი
4)კაილი ჯენერი – 400 მილიონი მიმდევარი
5)დუეინ ჯონსონი – 397 მილიონი მიმდევარი
6)არიანა გრანდე – 380 მილიონი მიმდევარი
7)კიმ კარდაშიანი – 364 მილიონი მიმდევარი
8)ბიონსე – 319 მილიონი მიმდევარი
9)ქლოი კარდაშიანი – 310 მილიონი მიმდევარი
10)კენდალ ჯენერი – 294 მილიონი მიმდევარი

ასევე დაგაინტერესებთ