TOMAHAWK-ების მიწოდება ტრამპისთვის ცუდად დასრულდება – მედვედევი

TOMAHAWK-ების მიწოდება ტრამპისთვის ცუდად დასრულდება – ამის შესახებ ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მედვედევის თქმით, ტრამპის ინიციატივა 101-ე მუქარაა, თუმცა თუ ის უკრაინის არმიას TOMAHAWK-ებს მიაწოდებს, ეს ამერიკის პრეზიდენტისთვის ცუდი იქნება.
,,ტრამპმა თქვა, რომ, თუ რუსეთის პრეზიდენტი არ დაარეგულირებს უკრაინის კონფლიქტს, მისთვის (რუსეთის პრეზიდენტისთვის) “ეს ცუდად დასრულდება”. მოკლედ რომ ვთქვათ, 101-ედ იმუქრება. თუ “ბიზნესმენი-მშვიდობისმყოფელი” Tomahawk-ს გულისხმობს, აზრი არასწორია. ამ რაკეტების მიწოდება შეიძლება ყველასთვის, პირველ რიგში ტრამპისთვის ცუდად დასრულდეს”,- აღნიშნა მედვედევმა.