Todo Fichajes: “სიტი” კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა – გვარდიოლას ქართველის თამაში ძალიან მოსწონს

ესპანური Todo Fichajes-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” “ნაპოლის” გარემარბით, თი ისევ დაინტერესდა.
გამოცემა იტყობინება, რომ ხულიან ალვარესის “ატლეტიკოში” გაყიდვის შემდეგ, “სიტიმ” კვლავ მიაპყრო კვარაცხელიას ყურადღება, გუნდის მწვრთნელს, პეპ გვრდიოლას ძალიან მოსწონს ხვიჩას თამაში, მაგრამ მანჩესტერული კლუბი მოთხოვნილ მინიმუმ 100 მილიონ ევროზე მეტ თანხას ძალიან ძვირად მიიჩნევს.
ჟურნალისტი ალეხანდრო ფერნანდეს მონტეალეგრე წერს, რომ “ქალაქელებმა” ქართველის მიმართ ინტერესი განაახლეს და თუ ვერ გადაიბირეს, ებეჩი ეზეს (კრისტალ პალასი) ან როდრიგო დე გოისის (კასტილია) ტრანსფერის განხორციელებას შეეცდებიან, თუმცა ამ უკანასკნელის ცდუნება რთული იქნება, რამეთუ
თავად უნდა მოისურვოს მადრიდიდან აბარგება.
ნეაპოლური Il Mattino აღნიშნავს, რომ “კვარა” ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს, მისი დარჩენა არაა გარანტირებული, ევროპული კლუბების ინტერესი კი არ კლებულობს. ეს მიუხედავად იმისა, რომ გუნდის თავკაცი ანტონიო კონტე თავისი მარგალიტის გახსვისებას არც განიხილავს, მაგრამ თვით ისეთი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბი, როგორიც “სიტია”, მოთხოვნილ 100+ მილიონს გადაჭარბებულად თვლის.