TMG Power Georgia – ლიდერი ელექტროენერგიის გენერაციასა და მომსახურების სერვისების განხორციელებაში

ელექტროენერგია თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის წარმოადგენს აუცილებლობას ჩვენი სახლებისა და ბიზნესისთვის. მისი მოულოდნელი, თუ გეგმიური შეწყვეტა ქმნის პრობლემებს და აჩერებს სხვადასხვა სერვისების მიღებას. სწორედ ასეთ ვითარებაში დგება ელექტრო ენერგიის გენერაციის გადაუდებელი საჭიროება.
თუ კი ელექტროენერგიის შეწყვეტა პრობლემას უქმნის თქვენს ბიზნესს, უნდა იზრუნოთ მის დამოუკიდებლად „გამომუშავებაზე“, ამისთვის კი უნდა დაუკავშირდეთ TMG Power Georgia – ს, რომელიც გახლავთ ლიდერი კომპანია ელექტრო ენერგიის გენერაციასა და მომსახურების სერვისების განხორციელებაში.
რატომ TMG Power Georgia?
TMG Power Georgia საქართველოს ბაზარზე ლიდერია ელექტროენერგიის გენერაციისა და მომსახურების სერვისების განხორციელებაში. ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ არამარტო მაღალი ხარისხის პროდუქციას, არამედ კვალიფიციურ ტექნიკურ მომსახურებას. კომპანიის პროდუქტებით სარგებლობენ საქართველოს წამყვანი ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები.
სხვადასხვა სიმძლავრის ბენზინისა და დიზელის გენერატორების, როგორც შეძენას, ასევე ქირაობას. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ამასთანვე TMG Power Georgia -გან თქვენ მიიღებთ შემდეგ მომსახურებას:
· გენერატორის დამონტაჟებას და მის ექსპლუატაციას;
· მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით;
· არა გეგმიურ სერვისს – ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრა;
· გეგმიურ სერვისს – ზეთის, ფილტრების, ანტიფრიზის გამოცვლა და სხვა;
· პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს;
· 2 წლიან ქარხნულ გარანტიას ნებისმიერ დიზელის გენერატორზე.
· დიზელის გენერატორის გაქირავებას.
თუ აღმოჩნდა, რომ გენერატორი დროებით გჭირდებათ, შეგიძლიათ იქირაოთ 20-დან-400 კილოვატამდე სიმძლავრის დიზელის გენერატორები სასურველი ვადით და TMG Power Georgia მას მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით.
კომპანიის კვალიფიციური და ბრენდის მიერ აკრედიტებული სპეციალისტები თქვენი საჭიროების მიხედვით აგარჩევინებენ სასურველ გენერატორს. მობილური ჯგუფი კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და დამონტაჟებას.
რა განაპირობებს TMG Power Georgia -ს მიმართ ნდობას?
პირველ რიგში ამის მიზეზი ბაზარზე მრავალწლიანი ლიდერობაა. TMG Power Georgia -ს აქვს 37 წლიანი გამოცდილება ელექტრო ენერგიის გენერაციასა და მომსახურების სერვისების განხორციელებაში. კომპანია მომხმარებლებს პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს და აკმაყოფილებს ნებისმიერი ბიზნესის მოთხოვნას.

ასევე დაგაინტერესებთ