TKT.ge შეფერხებით მუშაობს – საქართველო-ლუქსემბურგის ბილეთების გაყიდვა ვერ დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, 21:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე”, გამართავს.
წინასწარ დაანონსებული იყო, რომ ბილეთების გაყიდვა მხოლოდ ონლაინრეჟიმში, დღეს, 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყებოდა TKT.ge-ზე, თუმცა ამ დროისთვის ვებსაიტი შეფერხებით მუშაობს და ბილეთების ყიდვა შეუძლებელია.
„მაღალი მოთხოვნის გამო ვებგვერდი დროებით მიუწვდომელია”, – წერია TKT.ge-ზე.
ლუქსემბურგთან მატჩს გამოტოვებს საქართველოს ნაკრების ლიდერი . საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მიღებული ბარათები (კვარაცხელიამ ესპანეთთან მატჩში მიიღო მესამე გაფრთხილება) გავლენას მოახდენდა პლეი ოფზე, რომელზეც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შედეგად მოხვდა.
ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო პლეი ოფის ფინალური მატჩში საბერძნეთს 26 მარტს „დინამო არენაზე” შეხვდება. გამარჯვებული ეროვნული ნაკრები გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ინფორმაცია განახლდება.