ისრაელის თავდაცვის ძალებმა, დაასრულა მზადება პოტენციური ამერიკული დარტყმისთვის ირანის წინააღმდეგ, იტყობინება Times of Israel.
გამოცემა წერს, რომ დაახლოებით 24 საათის განმავლობაში დასრულდება აშშ-ის ძალების განლაგება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ამ მომენტიდან ირანის წინააღმდეგ შეტევა ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება.
ამ ფონზე, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ არმია მზად არის მოქმედებისთვის ნებისმიერი მტრის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.




