Times: ირანის ახალი ლიდერი, მოჯთაბა, უგონოდაა და გადაწყვეტილებების მიღებაში არ მონაწილეობს

ირანის რეჟიმის მხარდამჭერები ალი და მოჯთაბა ხამენეის ფოტოებითMajid Saeedi/Getty Imagesგამოცემა Times სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ.
Times-ის მიერ ნანახ დიპლომატიურ დოკუმენტში, რომელიც სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს გაუზიარეს და რომელიც, სავარაუდოდ, ამერიკული და ისრაელური დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, ვკითხულობთ, რომ თებერვლის ბოლოს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა, უგონოდაა და “მძიმე” სამედიცინო მდგომარეობის გამო მკურნალობას გადის.
“მოჯთაბა ხამენეის სერიოზული მდგომარეობის გამო ყუმში მკურნალობენ, მას არ შეუძლია რეჟიმის მიერ მიღებულ რაიმე გადაწყვეტილებებში ჩართული იყოს,” წერია დოკუმენტში.
ომის დაწყების შემდეგ ეს ირანის ახალი უზენაესი ლიდერის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევაა. ქალაქი ყუმი, რომელიც თეირანიდან 140 კილომეტრში მდებარეობს, შიიტურ ისლამში წმინდა ქალაქად მიიჩნევა.
ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით, მოკლული ალი ხამენეის ცხედარს ყუმში დასაკრძალად ამზადებენ. Times-ის ცნობით, სადაზვერვო სააგენტოებმა შენიშნეს ყუმში დიდი ზომის მავზოლეუმის ასაშენებლად საჭირო სამზადისი სამუშაოები, “ერთზე მეტი საფლავისთვის,” რაც მიანიშნებს, რომ მოკლულ უზენაეს ლიდერთან ერთად ყუმში ოჯახის სხვა წევრების, შესაძლოა, თავად მოჯთაბას, დაკრძალვასაც აპირებენ.
ცნობისთვის, მოჯთაბა 28 თებერვლის შემდეგ არ გამოჩენილა, როცა ისრაელის პირველადი იერიშების შედეგად მამამისი და ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს, რის შემდეგაც მისი მემკვიდრედ თავად მოჯთაბა აირჩიეს.
ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ 28 თებერვლის იერიშის დროს მოჯთაბა ხამენეი დაშავდა, ხოლო Fox News-ის წყაროები ამბობენ, რომ მოჯთაბა რეალურად რეჟიმის მართვის სადავეები არ უკავია და “სიცარიელეს” წარმოადგენს.
მოჯთაბა ხამენეი “ვერ ფუნქციონირებს” და რეჟიმს ვერ აკონტროლებს – Fox News-ის წყაროები
მანამდე გამოცემა Telegraph მოპოვებულ აუდიოჩანაწერზე დაყრდნობით წერდა, რომ მოჯთაბა ხამენეი 28 თებერვალს, როცა მამამისი მოკლეს, სიკვდილს რამდენიმე წუთით გადაურჩა, რადგან ისრაელის სარაკეტო იერიშამდე ცოტა ხნით ადრე მიზანში ამოღებული კომპლექსი სასეირნოდ დატოვა.
აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, ხამენეის სამსახურის პროტოკოლის უფროსი, მაზაჰერ ჰოსეინი, ამბობს, რომ მოჯთაბა “ფეხში მცირედით დაშავდა.”
ირანის უზენაეს ლიდერად არჩევის შემდეგ მოჯთაბა საჯაროდ არ გამოჩენილა. 12 მარტს მან მხოლოდ წერილობითი განცხადება გააკეთა და -ს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო.
ამავდროულად, -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სიცოცხლის საკითხი. “არც კი ვიცი, ცოცხალია თუ არა. ჯერჯერობით ვერავინ შეძლო მისი ჩვენება,” აღნიშნა ტრამპმა ინტერვიუში.
ტრამპი: თუ მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია, ქვეყნისთვის ჭკვიანურად უნდა მოიქცეს და დანებდეს
ამას გარდა, CBS News-ის წყაროების მიხედვით, აშშ-ს დაზვერვის სამსახურმა პრეზიდენტ ტრამპს აცნობა, რომ ირანის გარდაცვლილ უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, თავისი შვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიმართ უნდობლად იყო განწყობილი.
CBS: ხამენეი თავისი შვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიმართ უნდობლად იყო განწყობილი
თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად მოკლულთა შორის იყვნენ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი, მათ შორის, ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.
ხოლო 17 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა იერიშების შედეგად ასევე მოკლა ირანის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერი, ალი ლარიჯანი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი. IDF-ის განცხადებით, ორივე მათგანი ჩართული იყო ირანელი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოწყობილ “ხოცვა-ჟლეტასა” და სისასტიკით გამორჩეულ დარბევით ოპერაციებში.