ჟურნალმა TIME 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა.
„2025 წელი გახდა ის წელი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი სრულად გამოჩნდა და ცხადი გახდა, რომ უკან წასასვლელი გზა მოჭრილია. იმისთვის, რომ მოაზროვნე მანქანების ეპოქა რეალობად იქცა, იმისთვის, რომ გააოცეს და ააღელვეს კაცობრიობა, დღევანდელობის ცვლილებისთვის და ადამიანის შესაძლებლობის გაფართოებისთვის წლის ადამიანად ვასახელებთ ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორებს“ | ნათქვამია ჟურნალ TIME-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში
ჟურნალის ყდაზე წელს იქნებიან „მეტას “დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, „აიემდის“ გენერალური დირექტორი ლიზა სუ, „იქსეიაის“, „სფეის იქსის“ და „ტესლას“ ხელმძღვანელი ილონ მასკი, „ენვიდიას“ უფროსი ჯენსენ ჰუანგან, „ოფენ ეიაის“ მეთაური სემ ალტმანი, „დიფ მაინდის“ გენერალური დირექტორი დემის ჰასამიბი, „ანთროპიკის“ ხელმძღავანელი დარიო ამოდეი და „იმეჯინნეთის
“ დამფუძნებელი ფეი-ფეი ლი
ჟურნალი „თაიმი“ 1927 წლიდან ასახელებს წლის ადამიანს, რომლებმაც ბოლო 12 თვეში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე. 2024 წელს „თაიმმა“ წლის ადამიანად დონალდ ტრამპი დაასახელა




