TIME-მა ქუთაისი 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალი TIME მკითხველს 2024 წლის 100 ექსტრაორდინარულ მიმართულებას სთავაზობს, რომელსაც უნდა ეწვიო.
გამოცემის სიაში საქართველო და ქუთაისი მოხვდა. სტატიაში -ის, მექსიკის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის და მსოფლიოში პოპულარული ტურისტული ქვეყნების ქალაქები, კურორტები, ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიებია აღწერილი.
„თბილისისა და კახეთის ღვინის რეგიონის გარდა საქართველოში შეგიძლიათ მოინახულოთ ქუთაისი. აქ თქვენ აღმოაჩენთ ბუტიკურ სასტუმროებს, როგორიცაა მაგალითად კომუნა ქუთაისი. არაოფიციალურად საქართველოს კულტურული დედაქალაქია. ქუთაისი თანდათან კრეატიულობისა და გემოვნების ცენტრის სტატუსს იბრუნებს. ინტერიერის დიზაინერი კატია სამსონაძე ქუთაისის მხატვრულ ისტორიას თანამედროვე ნოსტალგიით ასახავს თავის შემოქმედებაში. მეოცე საუკუნეში ქუთაისი ნოველისტებითა და სიმბოლისტი პოეტებით იყო ცნობილი“.-წერს TIME-ის ჟურნალისტი.
სტატიაში აღწერილი ქუთაისის ქუჩები, იასონისა და მედეას ქანდაკებები.
TIME-ის ყოველკვირეულ ბეჭდურ გამოცემას 26 მილიონი, ხოლო ონლაინ გამოცემას 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი

ირაკლი კირცხალია გიორგი შარაშიძეს – როცა აქ შემოხვედით, გითხარით – „მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ახლა მოგიწევთ გაეცნოთ ქცევის წესებს – აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ, ამის პირობას გაძლევთ