TikTok-მა Universal Music-თან ახალი ხელშეკრულება გააფორმა – პლატფორმაზე ცნობილი შემსრულებლების სიმღერები დაბრუნდება

TikTok-მა და ხმისჩამწერი ლეიბლების ჰოლდინგმა Universal Music Group-მა (UMG) მუსიკალური კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი სალიცენზიო ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ TechCrunch იუწყება.
TikTok-ის მომხმარებლებს კვლავ შეეძლებათ გამოიყენონ ისეთი ცნობილი შემსრულებლების ტრეკები, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, ბილი ეილიში და არიანა გრანდე. გარიგების სხვა ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.
კატალოგი ხელმისაწვდომი იქნება ვიდეოს შესაქმნელად 1-2 კვირაში. ეს ასევე ნიშნავს, რომ არსებული ვიდეოები, რომელშიც გამორთულია UMG მუსიკა, ჩაირთვება, როგორც კი კატალოგი ხელმისაწვდომი გახდება.
შეგახსენებთ, ხმისჩამწერი ლეიბლების ჰოლდინგმა Universal Music Group-მა, რომელიც ფლობს უფლებებს მრავალი საერთაშორისო ვარსკვლავის მუსიკაზე, როგორიცაა Taylor Swift, The Weeknd და Drake, გამოაცხადა, რომ აპირებდა მისი სიმღერების ამოღებას TikTok-დან კომპანიებს შორის გადახდის თაობაზე უთანხმოების გამო.