TikTok-ის ვიდეო თამაშების ბიზნესის ყიდვით Tencent-ია დაინტერესებული

TikTok-ის მფლობელმა კომპანია ByteDance-ი ვიდეო თამაშების ბიზნესს ყიდის. შესაბამისად, კომპანიას 1 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება მოუწევს, რაც დეპარტამენტის ბიუჯეტს შეამცირებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქტივის შეძენით Tencent-ია დაინტერესებული.
ByteDance-მა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე პოტენციურ მყიდველთან. სათამაშო ბიზნესის შესაძლო კონკურენტებს შორისაა სათამაშო ბიზნესის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მფლობელი Tencent-ი.
ByteDance გადის სათამაშო ინდუსტრიიდან და აპირებს ფოკუსირება მოახდინოს თავის ძირითად ბიზნესზე. გაყიდვაზე მოლაპარაკებები აქტიურია, თუმცა მყიდველის შესახებ დეტალები ჯერ არ ვრცელდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ByteDance და Tencent განიხილავენ გარიგებას, რომელიც მოიცავს რამდენიმე პოპულარულ ვიდეო თამაშს, მათ შორის Crystal of Atland-ს და Earth: Revival-ს.
ByteDance-მა თავისი გეგმები ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან გასვლის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში გამოაცხადა. კომპანია 5 წელი ცდილობდა მოეპოვებინა ადგილი კონკურენტუნარიან და რთულ ვიდეო თამაშების ბაზარზე. მაგრამ ამ ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტა, რადგან Microsoft-ის და Sony-ის და Tencent-ის მსგავსი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა იოლი არ აღმოჩნდა. კომპანია Moonton-საც ყიდის, რომელიც მან 2021 წელს შეიძინა.