საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, ბოლო 5 წელში ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა აღირიცხა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი.
TI-ს თანახმად, 5 მილიარდი ლარი არის თანხა, რაც მხოლოდ მათი გამოძიებებით – ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზებით მიიღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში.
TI წერს, რომ აქედან 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი კი – 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ “ელიტური კორუფციის გამომწვევი მიზეზები არ შეცვლილა – სახელმწიფო დღესაც მიტაცებულია”. ასევე, აღნიშნავს, რომ “კორუფციის დაფარვაში წლებია, ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუს-ისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები”.
TI საუბრობს იმაზეც, რომ ქართული ოცნება “გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებს როგორც კორუფციასთან ბრძოლას”.




