TI-ს და ISFED-ის განცხადება: ვგმობთ -ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) და სამართლიანი (ISFED) თბილისში, კერძოდ ჭავჭავაძე-მელიქიშვილის ქუჩებზე დემონსტრაციების დარბევას ეხმაურებიან.

ორგანიზაციები გმობენ -ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალლადობას და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოს, კანონის ფარგლებში იმოქმედოს და არ შეასრულოს ქართული ოცნების უკანონო დავალებები.

“გამთენიისას, დაახლოებით 7:00 საათზე, საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მომიტინგეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს ადგილიდან. უკანონო დარბევის დროს დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, “მთავარი არხის” ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელსაც სამართალდამცავები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ფიზიკურად იძალადეს “პუბლიკას” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზეც. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესა და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, გივი ავალიანს.

საქართველოში პოლიცია უკვე მერამდენედ ატარებს ძალადობრივ ოპერაციებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რითაც უხეშად არღვევს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას