TI: სულხან თამაზაშვილმა 2,887 კვ.მ მიწა თვითნებურად დაიკავა და საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში, მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების მიმდებარედ, 2,887 კვ.მ დაურეგისტრირებული მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა და მასზე საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენა – ამის შესახენ ინფორმაციას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ავცელებს.
ანგარიშის მიხედვით, თამაზაშვილი ასევე საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას ქონებრივ დეკლარაციაში რამდენიმე წლის განმავლობაში არ უთითებდა, მოგვიანებით კი, საკუთრების წილზეც არასწორი მონაცემები ჩაწერა.
თამაზაშვილი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ის საერთაშორისო სანქციების სიაში მოხვდა 2023 წელს, პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია