TI: “ოცნების” შემომწირველმა 8 სამშენებლო კომპანიამ 2015 წლიდან ₾2.49 მლრდ-ის ტენდერები მოიგო

სექტემბერში ქართულ ოცნებას 124 პირმა ₾4.1 მლნ შესწირა და შემომწირველებს შორის სამშენებლო კომპანიები ჭარბობენ. მონაცემებს შემომწირველების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) ავრცელებს.

მათვე ცნობით, ქართული ოცნების სექტემბრის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 8 სამშენებლო კომპანიამ — “ანაგმა”, “გზამ”, “ცეკურმა”, “მშენებელი 80-მა”, “პროდიუს ინვესტმენტმა”, “ბკ ქონსთრაქშენმა”, “ქართლმა”, “მშენებელი 2012-მა”, 2015 წლიდან ₾2.49 მლრდ-ის ტენდერები მოიგო, ხოლო 2024-2025 წლებში — 581 მილიონის. ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა 12-მა შემომწირველმა ქართულ ოცნებას 570,000 ლარი შესწირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება